“ხელისუფლება კონსესუსით დემოკრატიის ტესტს ჩააბარებს”

საარჩევნო მოდელი, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიუღებელია როგორც სამოქალაქო სექტორისთვის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო  ოპოზიციისთვისაც.  “კონსესუსი მიღწეულია ყველა იმ არასამთავრობო და ოპოზიციურ ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის, რომლებიც აქტიურად ვართ ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მხოლოდ ერთ საკითხზე, არ ვეთანხმებით ხელისუფლების დაწერილ კონსტიტუციას. იმისათვის, რომ სამთავრობო გუნდთანაც მივაღწიოთ შეთანხმებას, მათი მხრიდან უნდა გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები და ერთად განვიხილოთ ყველასთვის მიუღებელი ცვლილებები”- განაცხადეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით დემოკრატიის ტესტს აბარებს.

პრეზიდენტის ინსტიტუტის გადარჩენის ერთადერთ გზას  მოქმედი პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს  “ლეიბორისტული პარტია,” თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს საკითხი არ განიხილება.