ტიკარაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება.

მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ესწრება მეუფე შიო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე Unicef-ის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. გუშინ კი პანსიონს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესტუმრა.