თბილისში, ერთ-ერთ აფთქიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს 

თბილისში, ერთ-ერთი აფთიაქიში  დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაიცით, დადასტურდა, რომ აფთიაქი უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებდა და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

სააგენტომ უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და დაწესებულებას ჩამოერთვა.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.