მერობის კანდიდატი პარტიიდან არის მხოლოდ კახა კალაძე – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მერობის კანდიდატად კახა კალაძის გარდა, პარტიაში არავინ განიხილებოდა და არც განიხილება.

„პირდაპირ გეტყვით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე. უბრალოდ, ჩვენ ბატონი კახასგან თანხმობას ველოდებით და შესაბამისად, მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. არავინ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაა ბატონი კახას მიმართ.

დღეს თუ ვინმეს აქვს სწორი და არგუმენტირებული პრეტენზია, რომ იყოს დედაქალაქის მერობის კანდიდატი ეს არის კახი კალაძე, ამაზე უეკთესი მერი დედაქალაქს არ ყოლია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.