სოზარ სუბარი – რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია, დაწყებული აქვს და რაც განსაკუთრებით მკაფიოდ 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას არანაირი საერთაშორისო ძალა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას არანაირი საერთაშორისო ძალა არ აქვს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდგება. აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს. პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, რომ ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და მართლა საერთაშორისო სამართლის ფაგლებში უნდა იყოს რეაგირება. გასაგებია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს ესკალაციის გასასზღდელად, მაგრამ ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.