ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება ზალკანიანს პასუხობს

დავით ზალკანიანმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა აღადგინონ გადაადგილება ენგურის ხიდზე, რადგან საფრთხე ექმნება ადამიანთა თავისუფლად მიმოსვლის უფლებას.მის განცხადებას გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა:

-„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის საქმის კურსში, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. მათ შორის არ იცის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ“.

დეფაქტო სამინისტრო აღნიშნავს, რომ „საზღვრის“ დროებით დაკეტვის აუცილებლობა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მასშტაბებმა განაპირობა, აფხაზეთის „რესპუბლიკის“ მცხოვრებთა დაცვის მიზნით კი ამ გზას მიმართეს.

დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო 11 იანვარს ჩაკეტა.