“ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი” – თინა ბოკუჩავა

ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება  ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

“ხელისუფლება ახალისებს ძალადობას, რადგან თავად არის ამ ძალადობის ავტორი და ინიციატორი. როცა საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში აკეთებენ ძალადობრივ განცხადებებს და ძალადობის ინსცენირებას, ეს არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება.  ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობაზე, დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და ცდილობს ამგვარი ძალადობრივი ჯგუფებით შეინარჩუნოს ძალაუფლება,” – აღნიშნა ბოკუჩავამ.