1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება

2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება.

„სოციალურ დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდება. ჯამში 70 მლნ ლარი დაემატება წლევანდელ ბიუჯეტს და ამ ბავშვებს უკვე 200 -ლარიან დახმარებას მივცემთ. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება.