დედაენის ბაღის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება

დედაენის ბაღის მიმდებარედ  მოძრაობა იზღუდება, -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიზეზი უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.

უწყების  ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება 17:00-დან 22:00 საათამდე ორმხრივად აიკრძალება.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოძრავი ავტომობილები 9 მარტის ბაღიდან მარჯვნივ მოხვევით, მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან, შემდეგ კი მოძრაობას იტალიისა და ათონელის ქუჩების საშუალებით გააგრძელებენ.

შეზღუდვის დროს აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებს, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და შოთა რუსთაველის გამზირისკენ, ისე ზაარბრიუკენის მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.