გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტს თბილისში გააგრძელებს

პროეტესტის მე-14 დღეს  გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტის გასაგრძელებლად ჭიათურიდან თბილისში გამოემგზავრა.

ისინი აქციას პარლამენტთან გამართავენ.

პარალელურად,შიმშილობა გაგრძელდება როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში.

მაღაროელები ხელფასების 40%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ისინი მზად არიან ხელფასი 5 %-ით გაზარდონ.