უკრაინელებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს – ანა მალიარი

უკრაინელებმა  ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების დროს, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა დაჯგუფება „ტავრიას“ ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“, – აღნიშნა მალიარმა.