ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს-ეს შორს გამიზნული გეგმის ნაწილად ჩნდება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალს  დაუდგენელმა პირებმა წითელი საღებავი შეასხეს, ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკურ კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.

-აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალს, რომელიც თბილისში სანაპიროზე მდებარეობს ამჟამად დაუდგენელმა პირებმა წითელი საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ჭუჭყიან და მზაკვრულ პროვოკაციაზე დაუყოვნებელი რეაქციაა საჭირო. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი და დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს აზერბაიჯანელ ხალხში გარდაცვლილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. ამ პოლიტიკოსის მემორიალი და ბიუსტი სავსებით სამართლიანად არის ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდებში ჰეიდარ ალიევი ყოველთვის გვერდში გვედგა, ეს იქნებოდა აფხაზეთის ომი, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ენერგობლოკადა, საეთაშორისო ფორუმები. ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება ძალიან დიდია.

ვანდალიზმის ფაქტები გასაგებია, რომ ყველგან ხდება. სულ რამდენიმე დღის წინ გენერალ დე გოლის საფლავი იქნა ხელყოფილი საფრანგეთში. მაგრამ, ეს სამარცხვინო და ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ერისათვის შეურაწმყოფელი ქმედება გაცილებით შორს გამიზნული გეგმის ნაწილად ჩნდება. აქ გვაქვს პირდაპირი მცდელობა :

  1. ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის
  2. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების დაპირისპირების

3.რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის დასუსტების

  1. ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი ენერგოპროექტების შემდგომი განვითარების შეფერხების.

მჯერა, სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ ამ ბიძური აქტის დროულად გამოძიებისათვის და პროვოკატორები უმკაცრესად დაისჯებიან. დარმუნებული ვარ, ეს პროვოკაცია ვერავითარ ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობას.