აშშ-ში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხაკერების ახალ თავდასხმაზე ალაპარაკდნენ

Defense One-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ამერიკის დემოკრატიული პარტიის ინფორმაციაზე ხაკერული თავდასხმის მონაწილეები ისევ აგრძელებენ კიბერშეტევას. ამჯერად მათ ამერიკის კვლევით ცენტრებზე ხაკერულ თაბდასხმაში ადანაშაულებენ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიის Crowdstrike-ის დამაარსებელი დიმიტრი ალპეროვიჩი აცხადებს, რომ საუბარია ვაშინგტონის საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევით ცენტრებზე. მისივე თქმით ხაკერული თავასხმის მსხვერპლი ხუთი ორგანიზაცია და ათობით თანამშრომელი გახდა, თუმცა ინფორმაციის წაღება ხაკერებმა ვერ მოახერხეს.

Crowdstrike სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კიბერშეტევას ახორციელებს ჯგუფი Cozy Bear. რომელმაც ადრე დემოკრატიულ პარტიაზე მიიტანა იერიში. არსებული ინფორმაციით, ხაკერები, რომლებიც ეჭვია რომ რუსეთზე მუშაობენ თავს დაესხნენ The New York Times-ის ჟურნალისტებსაც.

კომენტარის დატოვება