„კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის დაბრუნების შანსი არ არსებობს!“

„ქართული მარშის“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება და ამბობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

რამდენიმე დღის წინ მორგოშამ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ საჯარო განცხადებით მიმართა და განაცხადამ რომ თუ მოხდებოდა ამ კანონპროექტის გამოთხოვა, „მარში“ მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/49639-2/

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იყო, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.

ამ ინფორმაციას კონსტანტინე მორგოშია გამოეხმაურა:

-ბრძოლას ყოველთვის ააქვს: აზრი გილოცავთ!!! ქართველებო …. ერთ ერთი დიდი საფრთხე რაც ჩვენს …. ისედაც გამწარებულ ერს ემუქრებოდა ….. სასიკეთოდ გადაწყვეტილია. მარიხუანა ქართველების სისხლით მორწყულ მიწაზე ვერასროს იბიბინებს ….. საქართველოში არასდროა არ იქნება ბარიგა კარგი ტიპი ……. დიდი მადლობა ყველას!!! ამ ბრძოლისთვის ….. დიდი მადლობა ასევე მარველი გუნდის იმ ჯანსაღ ნაწილს, რომლებიც ასევე გულმოდგინედ იბრძოდნენ თუნდაც გამოჩენის გარეშე. ეს ჩვენი, ხალხის და ერის საერთო დიდი გამარჯვებაა!!!

უფალმა დალოცოს ჩვენი ერი!!!“

გამოხმაურების შემდეგ GmTV კონსტანტინე მორგოშიას დაუკავშირდა.

-როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოგება, მითუმეტეს თქვენ განაცხადეთ, რომ თუ ამ კანონპროექტს გამოიწვევდნენ პარლამენტიდან ხმას სახელისუფლო კანდიდატს მისცემდით და თუ არჩევნების შემდეგ ისევ მოხდა საკითხის განახლება, რა იქნება თქვენი ნაბიჯი?

-არაფერი არ არის აქ საორჭოფო, შეთანხმებულია უწმინდესთან, პირობა ყველასთან დადებულია და საკითხის განახლების შანსი არ არსებობს, ეს კანონპროექტი 100%-ით გაწვეულია – გვითხრა მორგოშიამ.