სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან  2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან, გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

 პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლების რაოდენობა

  • მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:
  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).