საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ დაადგინა თუ რა სახის დახმარება სჭირდება სომხეთს.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობელებს.

აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან,” – განაცხადა გიორგი გახარიამ