პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე

პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, შემდეგ კი გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე მიიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის არსი ისაა, რომ მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოების ჯანმრთელობა. „ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება. ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.