დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა

ზურაბ ჟვანია დაიბადა თბილისში 1963 წლის 9 დეკემბერს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა “საქართველოს მწვანეები”(1988); ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში.

იყო:

  • ევროპის მწვანეთა გაერთიანება, თანათავმჯდომარე (1992-1993)
  • პარტია “გაერთიანებული დემოკრატები”, ერთ-ერთი დამფუძნებელი (2002-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1999-2001)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, გენერალური მდივანი (1993-1997)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე (1988-1993)
  • საქართველოს პრემიერ მინისტრი (2004-2005)
  • საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2003-2004)

გარდაიცვალა 3 თებერვალი, 2005  (41 წლის ასაკში). დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარის დატოვება