წინუბნის მოსახლეობა ბეტონის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს მათთან გულიკო ზუმბაძე მივიდა

წინუბნის მოსახლეობა ბეტონის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს. მათთან შესახვედრად მაჟორიტარი გულიკო ზუმბაძე მივიდა.

-“ქარხნის პროექტის დასამუშავებლად, 2017 წლის ივლისში, საკრებულომ შესაბამისი დოკუმენტი (გრგ) დაამტკიცა. დასახლება, ისე როგორც ნასაგური და დიდი ლილო, 2006 წელს თბილისის სამგორის რაიონს შემოუერთდა და მას სასოფლო-საკურორტო ზონის სტატუსი აქვს.

ამ სოფლების ტერიტორიაზე ქალაქის ნაგავსაყრელი მდებარეობს და მისგან გამომდინარე პრობლემების გამო მოსახლეობა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ამ ხაალხს უნდა მოვუსმინოთ და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით. პრობლემა ნამდვილად არსებობს და ის მოსაგვარებელია”-განაცხადა ზუმბაძემ.