ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილებზე…

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენების წერილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ  ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

„ნებისმიერი კითხვა და საკითხი, თუ იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა განიხილებოდეს არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით.

ჩვენ ამას გავაკეთებთ. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებში.

მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ზოგადად, დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან, არის ნათელი დასტური იმისა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება.

პასუხი ამ ყველაფერზე არის დღევანდელი დღე, რომელიც არის გამოხატულება ქმედებით, საქმით ამერიკის მთავრობის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის მთავარი. დანარჩენი თუ რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკოსებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას მოვაგვარებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.