“ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში”

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს.

“ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი უკვე თებერვლიდან დაიწყება. გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და ჩვენს მეგობრებს, მათ შორის შეერთებული შტატების კონგრესში, არგუმენტებს მივაწვდით. მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებები უხარია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც პასუხებს მოამზადებენ დ ექნებათ ნორმალური დიალოგი კოლეგებთან,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.