საზარელი მკვლელობა 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

19 წლის ბიჭმა გამთენიისას  ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ სახლში მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა.

19 წლის ბიჭი, რომელმაც დედა და ბებია მოკლა, უკვე დაკავებულია. ამასთან, ამოღებულია მკვლელობის იარაღი – ნაჯახი.

ექსპერტ კრიმინალისტება საგამოძიებო პროცესი უკვე დაასრულეს. დალუქულია ის საცხოვრებელი სახლი, სადაც დანაშაული მოხდა.

როგორც მეზობლები ყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის შემდეგ ტერიტორია დატოვა, გარეთ გამოვარდა და დანაშაულს აღიარებდა. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, პოლიციაში თავად მან დარეკა. დანაშაულის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.