მშვიდობაძე, ხომერიკი, ჩხიკვიშვილი – „ოცნების” წევრების კამპანია პოლიტპატიმარი პრეზიდენტის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ნახა რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოზურგეთისა და ლანჩხუთის საკრებულოების „ქართული ოცნების” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტებელი შინაარსის ფოტოები განათავსეს სოციალურ ქსელში.

სავარაუდოდ, სახელისუფლებო ჩატში გაგზავნილი დირექტივა შეასრულეს: ოზურგეთის საკრებულოს წევრმა მარი ჩხიკვიშვილმა, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ქეთი ხომერიკმა და ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა ნინიკო მშვიდობაძემ.

„ოცნების” დეპუტატების ნაწილმა აღნიშნული ფოტოები ფეისბუქიდან უკვე წაშალეს.