ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატები ჩანიშნა

ხვალ, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო დებატები გაიმართება.

ინიციატივა ანა ფოტიგას ეკუთვნის, რომლის წინადადებასაც მხარი 364-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა:

„კოლეგებო, დღეს ყველას გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გვენახა თბილისის სასამართლოს დარბაზში. ჩვენ დავინახეთ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არაერთ დოკუმენტში, ჩვენ გამოვხატეთ წუხილი და მოთხოვნა ციხიდან მისი ჰუმანიტარული გზით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ სათანადოდ უმკურნალონ. დღესდღეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა- ბევრს სხვა დანარჩენთან ერთად დაადგინა უამრავი დარღვევა, ისევე როგორც, პატიმრის არასათანადო მკურნალობა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა.”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.