ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო.

 

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.