ზაზა სარალიძემ უკომენტაროდ დატოვა სასამართლოს შენობა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ზაზა სარალიძემ უკომენტაროდ დატოვა სასამართლოს შენობა, მას მედიასთან კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.