ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დაიკავა | დეპუტატებმა რუსული კანონის ასლები დახიეს

ოპოზიციამ დაიკავა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც პრორუსული “ქართული ოცნება” პუტინისტური კანონის განხილვას აპირებდა.

სალომე სამადაშვილმა და ანი წითლიძემ რუსული კანონის ასლები დახიეს და განაცხადეს, რომ დღეს ეს სხდომა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უკიდურესად დაძაბულია ვითარება, გარეთ მყოფმა მოქალაქეებმა კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციას იწყებენ.