უმართავი პროცესები პარლამენტში | რუსული კანონის განხილვაზე ივანიშვილის პროპაგანდისტებს უშვებენ, მედიას – არა

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარება საქართველოს პარლამენტში, სადაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები, “ექსპერტები” და პროპაგანდისტები რუსული კანონის განხილვაზე დაუშვეს, ხოლო სხდომაზე არ უშვებენ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

პარლამენტში შეკრებილნი არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, მედიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შიდა და გარე პერიმეტრზე აპროტესტებენ რუსული კანონის განხილვას.