პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია | სააპელაციომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი არევაძის განაჩენი ძალაში დატოვა და მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

“არევაძის განჩინება დარჩა ძალაში, ანუ უარი ეთქვა სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე ისე, რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ” , – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.