ლაგოდეხში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

ლაგოდეხში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.