TikTok-ი 18 წლამდე მომხმარებლებს შეზღუდვებს დაუწესებს

TikTok-ი 18 წლამდე პირებს აპლიკაციით სარგებლობის 1-საათიან ლიმიტს დაუწესებს.

ვინც 60-წუთიან შეზღუდვას არ დაემორჩილება და დღეში 100 წუთი აპლიკაციის გამოყენებას განაგრძობს, დღიური ლიმიტის დაყენება მოუწევს.

ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, არასრულწლოვნებმა უნდა შეიყვანონ პაროლი, რათა იმ დღეს აპლიკაციით სარგებლობა განაგრძონ.

18 წლამდე ასაკის ნებისმიერი მომხმარებელი “ეკრანის დროის მიმოხილვის” შეტყობინებას ყოველკვირა მიიღებს.