თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფარი დახურა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, თავშესაფრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ძაღლების თავშესაფარი დახურა.  ამის შესახებ  ელიზბარაშვილმა  პრაიმტაიმთან  ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

-დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თევშასაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ. მე ჩემს შვილებსა და ჩემს ოჯახს ვაკლებდი, ვინმე კი არ მიხდიდა ფულს-აცხადებს ინტერვიუში ელიზბარაშვილი.

კითხვაზე თუ რა ბედი ელით თავშესაფარში მყოფ ძაღლებს ელიზბარაშვილის პასუხი ასეთია:

-არსებობს ცხოველთ მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო სტუქტურაა, მერიის სამსახური. თუ წაიყვანენ, წაიყვანენ, თუ არა და გაუშვებ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს თავშესაფარში ბინადრობს ქუჩის ძაღლია, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. ზოგს ხელრხემალი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს – ფეხი, ზოგს – კისერი. ჩემი ხარჯით ვუმკურნალე, დავაყენე ფეხზე და გავუშვებ ისევ. 350 ძაღლია, ცოტა კი არ არის. რა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს.

რამდენიმე საათის წინ თამაზ ელიზბარაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას მიმართა.

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/videos/10155447278726659/?q=tamaz%20elizbarashvili%20dog%20shelter