მამუკა მდინარაძე – ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა პროფესიონალიზმით,  მისი წარმატებების გამო იგი იმსახურებს, რომ პრემირ-მინისტრობის პოსტზე ჩვენი ნდობა მოიპოვოს

ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მან ეს თავისდროზე დაამტკიცა. იგი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან და სხვა ბევრ წარმატებულ პროექტთან, – ასე აფასებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

მისი თქმით, ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერად მუშაობდა.

„ირაკლი ღარიბაშვილის დაუგროვდა ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება. იგი არის წარმატებული მინისტრი, იცით ალბათ, თავდაცვის სამინისტროს ნაყოფიერი საქმიანობა. ასევე, რამდენად გვაახლოებს ეს საქმეები „ნატო“-სთან, როდესაც ჩვენი დეკლარირებულ იდა გაცხადებული პოზიციაა, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა განაცხადოს დასაბუთებულად ევროკავშირის წევრობაზე, ასე რომ „ნატოს“- თან ასე წარმატებით მოთანამშრომლე   მინისტრი იმსახურებს, რომ პრემირ-მინისტრობის პოსტზე ჩვენი ნდობა მოიპოვოს,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.