სოზარ სუბარი – ქვეყნის გარეთ მყოფ ოპოზიციის  ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება, რაც მალე მით უკეთესი, რადგან მის ასაკში ციხეში ჯდომა სასიამოვნო არ არის

ამ ქვეყანაში ვერანაირი რევოლუცია, გადატრიალება და ძალადობა ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ქათული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდს და დაუბრუნდეს მოლაპრალკებების მაგიდას. ასევე, დაემორჩილონ კანონს, რადგან კანონის უზენაესობაზე მაღლა ვერავინ დადგება, ხოლო  ქვეყნის გარეთ მყოფ ოპოზიციის  ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება.

„ამ ქვეყანაში ვერანაირი რევოლუცია, გადატრიალება და ძალადობა ვერ მოხდება. შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ  ამომრჩეველი აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  სულ არაფერი ექნებათ.

ქვეყნის გარეთ მყოფ ოპოზიციის  ლიდერს ვეტყოდი, რომ სამართლის აღსრულება გარაუალია და რაც მალე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მიერ აქვს მისჯილი , მით უკეთესი იქნება, რადგან მის ასაკში ციხეში ჯდომა სასიამოვნო არ არის,“ – განაცხადა სუბარმა.