“დაისაჯოს ვინც დანაშაული ჩაიდინა გუშინ, ექვსი თვის წინ, თუ 9 წლის წინ!”

თეონა ჩალიძე

ახალი საქართველოს სათათბიროს წევრი

-ვისაც მართლა გულწრფელად უნდა მკვლელების და დანაშაულის დამფარავების დასჯა მათთვის ვწერ, რომ მეც ეგრე მინდა. ჩემს მეგობრებში ვინც ხართ და პოლიტიკოსებს და პარტიებს ლანძღავთ, გაიხსენეთ რომ ყველას და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. ვინც კარგად მიცნობთ ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპარებათ და ვისაც ეჭვი გეპარებათ იმედი მაქვს აზრს შეიცვლით.

ეს დღეები უხმოდ ვიდექი აქციაზე და ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანის ტრაგიკული ისტორიის მოსმენა მოგვიხდა. ვწუხვარ იმაზე რომ ამდენი ადამიანი მიიჩნევს რომ უსამართლობის მსხვერპლია. და ვწუხვარ იმაზე რომ მათ ვერაფრით დავეხმარე მე პირადად.

ზოგადად იმაზეც ვწუხვარ რომ ყოველდღე ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ვხვდები, რომლებიც შიმშილობენ-ძლივს არსებობენ და ბევრს ვერაფერს ვაკეთებ მათ დასახმარებლად. მინდა ცვლილება, ქმედება იმისთვის რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს ვინც დანაშაული ჩაიდინა გუშინ, ექვსი თვის წინ, თუ 9 წლის წინ. ამიტომ მივდივარ ხვალ აქციაზე.