კახა ძაგანია შალვა ნათელაშვილს საჯაროდ მიმართავს

კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსი”

-შალიკო ნათელაშვილო, 2007 წლის 7 ნოემბერს შენ რომ მიატოვე პარტია და სარდაფში ემალებოდი სააკაშვილს, მე, ნესტან კირთაძე, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, აჩიკო ბენიძე, დათო ვერძეული, კოკა გუგუშვილი და სხვები პარტიასაც ვიცავდით (ერთი წუთით არ მიგვიტოვებია პარტიის ოფისი) და პირდაპირი გაგებით შენ ოჯახსაც ვიცავდით (შენ ბინაში მივარდით როდესაც მიშამ ზონდერ ნაც-ჯალათები გამოგიგზავნა და შენგან მიტოვებული შენი ოჯახის წევრები შეშინებული ელოდებოდნენ ცუდ რაღაცეებს. არ დამავიწყდება როგორ გაუხარდათ ჩვენი დანახვა,).

შენ რომ სარდაფიდან ამომძვრალიყავი, შევძარით მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ახლა გეამაყება ნაცებთან ერთად ყოფნა (დამალე სიხარული, შვილების მაინც შეგრცხვეს!). ვინც გვიჭერდა, გვდევნიდა, გვწამლავდა, გვცემდა იმასთან პირზე კოცნით ხარ და ვინც გიცავდით, იმათ გვაგინებ. კაცი ხარ ეხლა შენ