დამოუკიდებელი კანდიდატის ახალი სარეკლამო ბანერები

საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. ზოგიერთ მათგანზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ზოგზე კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა გამოსახული.

ეს ფაქტი ასე ახსნა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ:

-“ქართული ოცნება” მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ბუნებრივია, ჩვენი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც, ეს ბანერები ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ-ქართული ოცნება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს”.