ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი დედისა და მისი წლისა და 2თვის შვილის ცხედრები იპოვეს.

აფეთქება ფონიჭალაში დღეს მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

არიან დაშავებულები. დაკარგულ დედა-შვილს დილიდან ეძებდნენ.  განხორციელდა სადარბაზოს ევაკუაცია.