“ოცნების” მხარდამჭერი პარტია ევროპარლამენტში, ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს

ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი – “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ:

“დღეს პლენარულ სხდომაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაუშვან მსჯავრდებული, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით მკურნალობა საზღვარგარეთ” – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ამავე პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი სააკაშვილს, ოლიგარქ ივანიშვილის მძევლად მოიხსენიებს და საფრანგეთის პრეზიდენტს რეაგირებას სთხოვს.