„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება…”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფლი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამ თანამდებობაზე დამსი ლილიან მორი პასკიეს შეცვლის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ეს არის სტატუსი, რომელიც მაძლევს მეტ საშუალებას, რომ კიდევ უფრო მყარად და აქტიურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დიდი მადლობა მინდა კოლეგებს გადავუხადო“ – აცხადებს კობახიძე.