რუსთავის გამარჯვებული მაჟორიტარი დავით რეხვიაშვილი თითოეულ ამომრჩეველს მადლობის წერილს უგზავნის

ქალაქ რუსთავის პირველი ოლქის ოლქის გამარჯვებული მაჟორიტარი  დავით რეხვიაშვილი  ნდობის,  მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს.   “ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე პროგრესული, სამართლიანი და ღირსეული ძალის, “ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვება!   ჩვენ გონივრული არჩევანი გავაკეთეთ და ხმა მივეცით სიყვარულს, ნათელ მომავალს, თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას. თქვენ, ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს, ყველაზე მამაც, ენერგიულ, პატრიოტ აქტივს, ვინც ბოლომდე შეინარჩუნეთ ერთგულება თქვენი პრინციპებისადმი ,  მადლობა ღირსეული ბრძოლისთვის, თავდადებისთვის და გულისხმიერებისთვის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში  “ქართულ ოცნებასთან”,  ჩვენს  ძლიერ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თქვენი თანადგომით შევძლებთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქალაქი და შევქმნათ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების პირობები. თქვენი ხმა იმარჯვებს ყველგან და ყოველთვის! ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე, თავისუფალ, განვითარებულ რუსთავს”- ნათქვამია სამადლობელო წერილში.