დაპირისპირება-„სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩია“

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლაშკო მოითხოვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვას.

განცხადება პოლიტიკოსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

-„ორმაგი სტანდარტები! ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან გადმოგვცეს იანუკოვიჩი იმ დროს, როცა ჩვენთან ვაჩერებთ „ციცხლიან ქართველ იანუკოვიჩს“-სააკაშვილს, რომელიც საქართველოში კლავდა. მას უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მიანიჭა პოროშენკომ და გადაეცეს საქართველოს მტავრობას და სასამართლოს“.

ლაშკოს განცხადებას გამოეხმაურა თავად სააკაშვილი:

„აი, უკრაინის პოლიტიკუმის ტიპიური წარმომადგენელი. 25 წელია ეს პოლიტიკოსი ვითომ იბრძვის ოლიგარქების წინააღმდეგ და მხარს არ უჭერს კანონქპოექტს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს ნაკლები კომუნალური გადასახადი გადაიხადონ, არ უნდა აღიკვეთოს ენერგოოლიგარქების პარპაში. აკრიტიკებს პოროშენკოს, მაგრამ მუდმივად მხარს უჭერს მის ბიუჯეტს და ხვდება ახმატოვის ოფისში. მადარებს უანუკოვიჩს და ტავად კვებავს იანუკოვიჩის თანამოაზრეს-რინატს. მაგათ უნდათ ჩემი გაგდება უკრაინიდან? მაგრამ მალე უკრაინელი ხალხი მათ განდევნის პოლიტიკიდან და ამაში მეც დავეხმარები“.