8 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!

ახალგაზრდული ორგანიზაციები საზოგადოებას ოკუპაციის გასაპროტესტებლად იწვევენ და ერთობლივი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ:

-როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტერი 400 მეტრშია, ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებს, პოლიტიკური კუთვნილების და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უპირველესია, ამიტომ ვაერთიანებთ ძალებს და გიწვევთ ყველა ჩვენს თანატოლს და არამხოლოდ, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!

მოდი თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც მსვლელობით გავემართებით რუსეთის ყოფილ საელჩოსკენ!

8 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!

ორგანიზატორები – ახალგაზრდული ორგანიზაციები – საქართველოს ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ახალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, მედიატორი.