თბილისში „საქართველოს ბანკის“ გაძარცვა სცადეს

თბილისში, ქეთევან წამებულის 50 ნომერში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ძარცვის მცდელობა იყო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ისინი ბანკის მომხმარებლებისა და თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.