გიგლა აგულაშვილი ველო-ტურში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გამართა, რომელმაც სტარტი „მზიურის“ პარკიდან აიღო და რუსთაველის გამზირის გავლით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან დასრულდა.

ველო-ტურში მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მონაწილეობა სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღო. ველო-ტურის მონაწილეები „Drum School“-ის მოსიარულე დრამერებმა გაამხნევეს.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

კომენტარის დატოვება