საქართველოს პრეზიდენტი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა .

პრეზიდენტისგან პირველკურსელებმა წერილიც მიიღეს, სადაც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს: „შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც, ასევე პასუხისმგებლობით მოეკიდები”.
საუბარი პრეზიდენტთან დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც უნივერსიტეტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აღიჭურვა.
ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი უძღვებოდა.

კომენტარის დატოვება