” საქართველოში რევოლუციური სცენარია საჭირო, რადგან არჩევნებს ვაგებთ” – საქართველოს ექსპრეზიდენტი რევოლუციურ გადატრიალებას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან ჩასულ თანაგუნდელებთან ერთად ქვეყანაში არეულობის მოწყობაზე საუბრობს. საუბრის ჩანაწერს გამოცემა “უკრაინული ვიკილიქსი” ავრცელებს.

როგორც წყაროდან ირკვევა, ექსპრეზიდენტი აკაკი ბობოხიძეს, ნუგზარ წიკლაურს, გიგა ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს და გიორგი ვაშაძეს უკრაინაში შეხვდა. სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს ხალხის მობილიზება და გადატრიალებისათვის მზადება. ამ სცენარის წინააღმდეგია გიორგი ვაშაძე, თუმცა სააკაშვილი მას არწმუნებს, რომ გადატრიალება აუცილებელია, რადგან არჩევნებით ისინი ვერაფერს მიაღწევენ.

სააკაშვილი: აქტიურად უნდა იმუშაოთ ხალხზე, ყველგან უნდა გააჟღეროთ, რომ უმრავლესობა იშლება, ასევე უნდა გამოიყენოთ ენდიაის კვლევებიც.

ბოკერია : არჩევნების შემდეგ ხალხს მაშინვე მოვუწოდებთ ქუჩაში გამოსვლისაკენ. ვეტყვით, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ისე მოვაწყობთ, რომ ყველაფერი მთავრობას დაბრალდება.

საუბარში აკაკი ბობოხიძეც ერთვება და ამბობს, რომ რადგან მათი კვლევებით მცირე სხვაობა დაფიქსირდა, ოცნებას “მაქინაციებში” დაადანაშაულებენ და რევოლუციასაც მოაწყობენ.

რადგან თბილისში მათ ნაკლები მხარდამჭერი ყავთ, სააკაშვილი ნუგზარ წიკლაურს რეგიონებში მუშაობას ავალებს. “მაქსიმალურად ჩართეთ საქმეში ჩიორა და კალანდაძე, რომ  აქტიურად იმუშაონ ევროპაში. გივის აქტიურობაც აუცილებელია, რადგან მისი კონტაქტი პოლიციელებთან და ზონდერებთან დაგჭირდება. მთავარია შეცდომები არ დავუშვათ. ჩვენი  ხალხი, ვინც მაგათთან მუშაობს, ყველა უნდა ავამოქმედოთ. მიტინგები რამდენიმე ქალაქში უნდა გავაკეთოთ, მერე თბილისში შევაერთოთ.”

ნაციონალების ლიდერი თანაგუნდელებს ამ საქმისთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც პირდება.

კომენტარის დატოვება