“გეორგიას” გაცნობას აუცილებლად შევთავაზებ ბახტაძეს და თუ საქმე კიდევ არ დაიძრა..”

სანამ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი იყო, ქართულ-ამერიკული ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პროექტ „გეორგიას“ ავტორმა ირაკლი შიხიაშვილმა ამ პროექტის შეჩერებაში ღიად დაადანაშაულა და საჯაროდ მიმართა: „ტყუილს ამბობ, პრემიერო!“

იხ.

https://www.gmtv.ge/41588-2/

შემდეგ კი, შიხიაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან ერთად ბრალს ქუმსიშვილსაც სდებს.

იხ.

https://www.gmtv.ge/41588-2/

დღეს საქართველოს უკვე პრემიერობის ახალი კანდიდატი ჰყავს და სულ მალე მამუკა ბახტაძე დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

მოშავის პროექტზე რამდენიმე კითხვით GmTV ირაკლი შიხიაშვილს დაიკავშირდა.

-პროექტ „გეორგიას“ განუხირციელობაში თქვენ პირდაპირ დაადანაშაულეთ აწ უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ასევე ქუმსიშვილი. პრემიერი წავიდა, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, თანამდებობა შესაძლებელია ქუმსიშვილმაც დატოვოს. როგორ ფიქრობთ, ახალი პრემიერი დაინტერესდება „მოშავის“ პროექტით? თქვენ არ აპირებთ მამუკა ბახტაძეს გააცნოთ ეს პროექტი? და კიდევ, თუ ახალი პრემიერიც არ დაინტერესდება ამ პროექტით და ისევ ხელი შეგეშლებათ მის განხორციელებაში, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

-დიახ მართალია, რომ კვირაკაშვილმა და ქუმსიშვილმა ეს პროექტი შეაჩერეს. სანამ პრემიერი ღარიბაშვილი იყო “გეორგიას” პროექტი სწრაფი ნაბიჯებით მიმდინარეობდა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც საპარტნიორო ფონდმა დააფინანსა. თუმცა ერთხელ ჰქონდა კვირიკაშვილს(მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო) მცდელობა გაეყიდა სასოფლო დანიშნულების მიწა 1100 ჰექტარი, უცხოელ ინვესტორზე 80 მილიონ დოლარად სწორედ ის მიწა, რომელშეც “გეორგიას” ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობდა და წინადადება ჰქონდა აღნიშნული პროექტი ახალციხეში გაგვეკეთებინა. ამას ბიუჯეტში ფულის მოზიდვის ინტერესებით ასაბუთებდა, რაზეც ჩემი წინააღმდეგობა მიიღო.

რატომ უნდა გაგვეყიდა ქართული მიწა, როცა ამ მიწაზე 2700 ვეტერანი უნდა დასახლებულიყო და 2 წელში ამ სოფელს 150 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა შემოსავალი ყოველწლიურად. ღარიბაშვილისგან მტკიცე უარი მიიღო. ჩვენ საქმე გავაგრძელეთ. მაგრამ ბატონი ირაკლის გადადგომის თანავე, კვირიკაშვილმაც და ქუმსიშვილმაც დაიწყეს ამ საქმის მარგინალიზაცია. იმიტომ რომ უარი თქვეს ამ პროეტის გაგრძელებაზე, რომელშიც სახელმწიფოს მხრიდან სულ 3 მილიონი უნდა დახარჯულიყო( 4 მილიონს ელტონ ჯონის ჩამოყვანაზე ხარჯავენ) უარის მიზეზად ბიუჯეტში ფინანსური სახსრების არ ქონა დამისახელეს, ხოლო კულუარებში ისინი და მათიანები ამ პროექტს უტოპიად, ბლეფად ნათლავდნენ, ამას მოყვა ჩემს წინააღმდეგ აგორებული უბინძურესი შავი პიარი!(აქაც უკან ქუმსიშვილი იდგა) მე გადავდექი და სულ ვიკავებდი თავს ამის გამო დაპირისპირებისგან.

-რატომ?

-ჯერ ერთი არ მინდოდა საზოგადოებას ეფიქრა, რომ გადავდექი- გავნაწყენდდი და პირადი ინტერესები მამოძრავებდა, მეორე ვიმედოვნებდი, რომ ჩემს გარეშე შეიძლება ეს პროექტი გაეგრძელებინათ და არ მინდოდა ამ საქმის ხელისშემშლელი მე თვითონ გავმხდარიყავი. ზოგმა ფეისბუქზე ისიც დაწერა, მაშინ გეშინოდა ხმის ამოღებისო?  ვუპასუხე- მაგათი “ფერადებს და ლამაზებს” არ ეშინოდათ და მე როგორ შემეშინდებოდათქო, თან მე “მოშავის” ანუ “გეორგიას” პროექტზე საუბარი და მუშაობა არასდროს შემიწყვეტია!( ნახონ ჩემი ფეისბუქი 2 წლის განმავლობაში და დარწმუნდებიან) მე რათქმაუნდა ამ პროექტის გაცნობას აუცილებლად შევთავაზებ პრემიერ მამუკა ბახტაძეს. იმედი მაქვს, რომ ჩაწვდება და მიხვდება ამ პროექტის მნიშვნელობას. მითუმეტეს, რომ თვითონ დაანონსა, განათლების ამაღლების, ინოვაციური პროექტების, ახალი ტექნოლოგიების დანაერგვის, კვალიფიციური კადრების შექმნის, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის, ემიგრანტების მიმარართ მეტი ყურადღების მიმართულებების ხელშეწყობის მზაობა. სწორედ ამ ყველა მიმართულების აღორძინების და დანერგვის საშუალებას იძლევა “გეორგიას” პროექტი! თუ არც ამ მთავრობის პირობებშიც ეს საქმე არ დაიძრა და არც უკეთესი კონკრეტული გეგმა არ დაიდო, მაშინ, რჩება ერთადერთი გამოსავალი.თითოეულ ქართველის გულამდე და გონებამდე უნდა მივიტანოთ ამ პროექტის მნიშვნელობა და ხალხმა უნდა კატეგორიულად მოითხოვის ხელისუფლებისგან მისი განხორციელება. და მოითხოვს!!! თვითგადარჩენის ინსტიქტი აიძულებს რომ მოითხოვოს და მიიღოს! იმიტომ რომ ჩვენ ქართველობა ჩვენი მიწაწყლის ისტორიული მემკვიდრეები და პარტრონები ვართ!

პროექტ „გეორგიაზე“ დაწვრილებით შეგიძლიათ გაიგოთ ლინკზე

https://www.gmtv.ge/41910-2/