“პუტინი ყველაფერს ხალხისთვის აპირებს, რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ…”

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ძალიან საინტერესო კომენტარი ქართველების და რუსების შესახებ.

ჯანაშია ახლა საქართველოში ცხოვრობს და მას რუსული ინტერნეტ გამოცემა დაუკავშირდა და საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაზეც ჰკითხა.

“რა ევროპა? რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ყველამ უნდა იცოდეს ისტორია, როდესაც საქართველოს გათურქება ელოდებოდა, რუსული არმია გამოვიდა და შეებრძოლა მათ. რისთვის ვჭირდებით ევროპას? რა თქმა უნდა, გაზისთვის და ნავთობისთვის, რომელსაც ჩვენი გავლით აზერბაიჯანიდან მიიღებენ და რუსეთს ჩამოიშორებენ. პუტინი ყველაფერს ხალხისთვის აპირებს და საქართველოსაც არ უშვებს შორს”, – განაცხადა ჯანაშიამ.

ფეხბურთელი 1996 წელს მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა და გუნდში 5 წელი ითამაშა. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული.

წყარო:

http://fexburti.cc/akhali-ambebi/183–.html

სააგენტოს პოზიციარუსეთი აგრესორი ოკუპანტია! დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ “ხე ერთი მხრიდან არ იჭრება!

თუ ქართველი ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე!