გერმანიის ვაქცინის კომიტეტის განცხადებით AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს

გერმანიის ვაქცინის კომიტეტი აცხადებს, რომ ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

გერმანიის ვაქცინის კომიტეტის რეკომენდაციით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ  65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს

დამოუკიდებელი შესაბამისი კომიტეტის მტკიცებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით „არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დამტკიცების საკითხზე დღეს უნდა იმსჯელოს. დიდი ბრიტანეთი  მას მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში რამდენიმე კვირაა იყენებს.

აღნიშნულ საკითხს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას გერმანიის რეკომენდაცია არ აღელვებს.